თბილისი, 0137 მოსკოვის გამზირი # 24 -ა
(995 32) 2 705 254; (995 32) 2 706 127; 551 24 47 74;
tiggroup16@gmail.com

მთავრობის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №318
2012 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირებისგანმახორციელებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევოკომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და დაზღვევის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1 . პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103 - ე მუხლის მე - 7 ნაწილის საფუძველზე და„ნორმატიული აქ¬ტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 12 მუხლის შესაბამისად, დამტ¬კიცდეს თანდართული „მომეტებული ტექნიკურისაფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციე¬ლე-ბელი აკრედიტებული ინსპექტირებისორგანოების პასუხისმგებლობის და-ზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და დაზღვევის წესი“ .
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ- მინისტრი         ი . მერაბიშვილი

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირებისგანმახორციელებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევოკომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და დაზღვევის წესი
მუხლი 1. სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმი
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთ-ხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელიაკრედიტებუ-ლი ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სა-დაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმადგანისაზღვრება მათ მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმ¬დებ-ლობით გათვალისწინებული შესაბამისილიცენზიის ქონა .

მუხლი 2. პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულოობა
1 . პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექ-სის შესაბამისად განსაზღვრული მომეტებული ტექნიკურისაფრთხის შემცველი ობიექტების მაინსპექტირებელი კერძო ინსპექტირების ორგა-ნოები ექვემდებარებიან სავალდებულოპასუხისმგებლობის დაზღვევას .
2 . პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა ინსპექტირების ორ¬გა-ნოს ფუნქციონირების მთლიანი პერიოდის განმავლობაში .

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემ¬დეგი მნიშვნელობა :
ა ) პასუხისმგებლობის დაზღვევა – დაზღვევა , დაკავშირებული ინს¬პექ-ტირების ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ან დამოუკი¬დე-ბელი ინსპექტორის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში და ინ-სპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული კონტრაქტითგათვა¬ლის-წინებული ვალდებულებების აღსრულების პროცესში მესამე ( ფიზი-კური ან იურიდიული ) პირისათვის ან მისი ქონებისათვისმიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან;
ბ ) პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება – პასუხისმგებ-ლობის დაზღვევის შესახებ დადებული ხელშეკრულება ინსპექტირებისორგანოს ან დამოუკიდებელ ინსპექტორსა და სადაზღვევო კომპანიას შო¬რის;
გ ) სადაზღვევო შემთხვევა – დაზღვეულის პასუხისმგებლობით გა¬მო-წვეული , მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში და მესამე (ფიზიკურ ან იურიდიულ ) პირთან დადებული ინსპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული კონტრაქტით გათვალისწინებულივალდებულებების აღ¬ს-რულების პროცესში ამ უკანასკნელისათვის ან მისი ქონებისათვის მიყე¬ნებული ზიანი;
დ ) სადაზღვევო თანხა – პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკ¬რუ-ლებით გათვალისწინებული თანხის ის ოდენობა , რომლისფარგლებშიც სადაზღვევო კომპანია კისრულობს ვალდებულებას, აანაზღაუროს სადა¬ზღ¬ვევო შემთხვევა;
ე ) პასუხისმგებლობის დაზღვევის ობიექტი – დამზღვევის ფინან-სური ვალდებულებები , რომლებიც დაკავშირებულია მის პასუხისმგებ¬ლო¬ბას-თან , საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით აანაზღაუ-როს პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მომეტებულიტექნიკური სა-ფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების განხორციე-ლების დროს მესამე ( ფიზიკური და იურიდიული )პირის სიცოცხლი¬სათ - ვის , ჯანმრთელობისათვის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი .

მუხლი 4. პასუხისმგებლობის დაზღვევის საგანი
1 . პასუხისმგებლობის დაზღვევით სადაზღვევო კომპანია სრულად უნდა ანაზღაურებდეს ყველა შესაძლო ზიანს , რომელიცინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ან დამოუკიდებელმა ინს¬პექ-ტორმა შეიძლება მიაყენოს მესამე ( ფიზიკურ დაიურიდიულ ) პირს პრო-ფესიული საქმიანობისას , ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების განხორციელების ფარგლებში .
2 . დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრუ-ლებაში ისეთი გამონაკლისების არსებობა , რომლებიც ეწინააღმდეგება ამმუხლის პირველ პუნქტს .
3 . თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაში სადაზღვევო თანხამ სრუ-ლად უნდა აანაზღაუროს დაზღვეულის პროფესიული საქმიანობისას დამესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებისას მისი პასუხისმგებლობით გამოწვეული ზიანი .

მუხლი 5. სადაზღვევო თანხის ოდენობა
1 . კერძო ინსპექტირების ორგანოებისათვის განხორციელებული ინს¬პექ¬ტი¬რე-ბისათვის მინიმალური წლიური სადაზღვევო თანხამომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების შესაბამისად უნდა შეადგენ¬დეს :
ა ) კარიერის , მაღაროს , შახტის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის/და¬მო¬უკი-დებელი ინსპექტორისათვის , რომელიმეჩამოთვლილთაგანის ან რა¬მ-დენიმე ტიპის ობიექტის ერთად ინსპექტირებისათვის – 500 , 000 . 00 ( ხუ¬თასი ათასი ) ლარს;
ბ ) ნავთობბაზის , მაგისტრალური ნავთობსადენის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის/დამოუკიდებელი ინსპექტორისათვის , რომელიმეჩამოთვ¬ლილ-თაგანის ან ორივე ტიპის ობიექტის ინსპექტირებისათვის – 500 , 000 . 00 ( ხუთასი ათასი ) ლარს;
გ ) მაგისტრალური გაზსადენის მაინსპექტირებელი ორგანოსა¬თ¬ვის/და¬¬¬მოუ-კიდებელი ინსპექტორისათვის – 500 , 000 . 00 ( ხუთასი ათასი )ლარს;
დ ) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების ( ხელოვნური წყალსატევები , კაშხლები , სარეგულაციო ნაგებობები , ჰიდროტექნიკურინაგებობები ) კონ¬ს-ტრუქციული მდგრადობის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის/დამოუკი-დებელი ინსპექტორისათვის – 500 , 000 . 00 (ხუთასი ათასი ) ლარს;
ე ) საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან/და ტერაკონის მაინსპექტი¬რებელი ორგანოსათვის – 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;
ვ ) ჟანგბადის წარმოების და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქება-საფრთხიანი პროცესის , თხევადი ჟანგბადის წარმოების ,რეზერვუარში/ცი-ლინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის შემცველი ობიექტებიდან რომელიმე ჩამოთვლილთაგანის ან რამდენიმე ტიპის ობიექტისერთად ინსპექ¬ტი¬რებისათვის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის – 150 , 000 . 00 (ას ორმოც¬დაათი ათასი ) ლარს;
ზ ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი ამიაკზე მომუშავე სამა-ცივრო დანადგარის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის – 150 , 000 .00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;
თ ) საქვაბე დანადგარის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის – 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;
ი ) ფუნიკულიორის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის – 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;
კ ) საბაგირო გზის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის – 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;
ლ ) ატრაქციონის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის – 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;
მ ) წნევაზე მომუშავე ჭურჭლის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის – 150 , 000 . 00 ( ას ორმოცდაათი ათასი ) ლარს;
ნ ) ექვს ტონაზე მეტი ტვირთამწეობის ამწე მოწყობილობის მაინსპექ-ტირებელი ორგანოსათვის – 150 , 000 . 00 (ას ორმოცდაათი ათასი )ლარს;
ო ) ექვსი ტონა და ნაკლები ტვირთამწეობის ამწე მოწყობილობის მა-ინსპექტირებელი ორგანოსათვის – 75 , 000 . 00 ( სამოცდათხუთმეტიათასი ) ლარს;
პ ) მაინსპექტირებელი ორგანოსათვის შემდეგი ტიპის ობიექტების ინსპექტირების შემთხვევაში : ბუნებრივი გამოქვაბულებისა დამღვიმეე-ბის , სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, – 75 , 000 . 00 ( სამოც¬და-თხუთმეტი ათასი ) ლარს;
ჟ ) ლიფტის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის – 75 , 000 . 00 ( სამოცდა-თხუთმეტი ათასი ) ლარს;
რ ) ესკალატორის მაინსპექტირებელი ორგანოსათვის – 75 , 000 . 00 ( სა¬მოც-დათხუთმეტი ათასი ) ლარს;
ს ) სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მა-ინსპექტირებელი ორგანოსათვის – 75 , 000 . 00 ( სამოცდათხუთმეტიათასი ) ლარს .
2 . ცალკეული ( ინდივიდუალური ) ინსპექტორისათვის სადაზღვევო თანხის ოდენობა უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტითგანსაზღვ-რული თანხების ნახევრის ტოლი , გარდა „ა“ , „ბ“ , „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტებისა .

მუხლი 6. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
როგორც ინსპექტირების ორგანო , ასევე სადაზღვევო კომპანია ვალ-დებულია სადაზღვევო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულიცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს –აკრედიტაციის ცენტრს .

მთავრობის დადგენილება № 318, 2012.31.07

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და დაზღვევის წესის  დამტკიცების თაობაზე“ – 2012 წ.31,07; #318

მთავრობის დადგენილება № 177, 2013.15.07

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ – 2012 წ.28.12;  #488
„ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და          საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ – 2013წ.15.07; #177

მთავრობის დადგენილება № 51, 2013.7.13

„საქართველოში იმპორტირებული,შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებ-
არებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წე-
სის დამტკიცების შესახებ“ – 2013 წ.7.13; # 51
скачать софт

ნავიგაცია