თბილისი, 0137 მოსკოვის გამზირი # 24 -ა
(995 32) 2 705 254; (995 32) 2 706 127; 551 24 47 74;
tiggroup16@gmail.com

ხარისხის ინფრასტრუქტურა

ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა
ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა მოიცავს მეტროლოგიის, სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების (პროდუქციის შესაბამისობა სტანდარტთან), გამოცდებისა და ხარისხის მენეჯმენტთან დაკავშირებულ ასპექტებს.
  • მეტროლოგია - მეტროლოგია მოიცავს გაზომვებთან და გაზომვის საშუალებებთან  დაკავშირებულ ყველა ასპექტს;
  • სტანდარტიზაცია - უზრუნველყოფს პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის წესების, ზოგადი პრინციპებისა და მახასიათებლების დადგენას, შესაბამისად ამყარებს ერთიან ტექნიკურ ენას მომწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის;
  • აკრედიტაცია - აკრედიტაცია არის პროცედურა, რომლითაც უფლებამოსილი პირი იძლევა ოფიციალურ აღიარებას, რომ პირი ან ორგანიზაცია კომპეტენტურია კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად.  
  • შესაბამისობის შეფასება - შესაბამისობის შეფასება წარმოადგენს პროდუქტის სტანდარტებთან ან ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის დადგენას.
ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების საერთაშორისო აღიარებისთვის და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. შესაბამისად,  ხარისხის ინფრასტრუქტურა  მნიშვნელოვანია ექსპორტისთვის.
ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების (TBT) აღმოფხვრის და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრირების ხელშეწყობის, ასევე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების გზით მისი საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს.
აღნიშნულის რეალიზებისათვის საქართველოში განხორციელდა ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროს რეფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს:
საერთაშორისო ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრა;
ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე შეღწევადობის შესაძლებლობის გაზრდა;
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც ძირითადად გამოიხატება სავალდებულო სტანდარტებიდან ნებაყოფლობით სტანდარტებზე გადასვლაში;
საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება;
მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში მომსახურების გამჭვირვალობა.
რეფორმის შედეგად განხორციელდა ნებაყოფლობითი სტანდარტების სისტემაზე გადასვლა და სისტემაში სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეწარმეებს საქმიანობის გაფართოებაში.
ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების საერთაშორისო აღიარებისთვის და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. შესაბამისად,  ხარისხის ინფრასტრუქტურა  მნიშვნელოვანია ექსპორტისთვის.


საქართველოში მეტროლოგიური დამოწმებისა და დაკალიბრებისათვის, ასევე  სტანდარტების შეძენის და რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს.

ზემოაღნიშნული მომსახურების მიღებისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სააგენტოს წერილობითი ფორმით: 1. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე geostm@geostm.ge ან 2. წერილობითი განცხადებით, სააგენტოს შენობის პირველ სართულზე არსებულ საინფორმაციო ცენტრში.


მომსახურება მეტროლოგიის  სფეროში მოიცავს:
  • გამზომი ხელსაწყოს დაკალიბრება -  საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტი ან/და სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტი;
  • გამზომი ხელსაწყოს დამოწმება - საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტი ან/და სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტი;
  • გამზომი საშუალების ტიპის რეგისტრაცია - საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტი.
  • მომსახურება  სტანდარტიზაციის სფეროში მოიცავს:
  • საქართველოს ეროვნული სტანდარტის შემუშავება ან/და რეგისტრაცია - საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს სტანდარტებისა დეპარტამენტი;
  • საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების სტანდარტების რეგისტრაცია/გაცემა - საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს სტანდარტებისა დეპარტამენტი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.geostm.ge/ სააგენტოს მომსახურებაზე არსებულისაფასურები:  http://geostm.ge/docs/price.pdf


მომსახურება სტანდარტების სფეროში:

სტანდარტების შეძენა უკვე შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.geostm.ge/standards/ დაინტერესებული პირი უნდა ეწვიოს სააგენტოს ვებ-გვერდს, აირჩიოს მისთვის სასურველი სტანდარტი სტანდარტების კატალოგიდან, დარეგისტრირდეს საიტზე როგორც შემძენი, განახორციელოს სტანდარტის ღირებულების გადახდა ელექტრონულად, აირჩიოს დოკუმენტის მიწოდების ფორმა (სააგენტოში მოსვლა ან ფოსტის საშუალებით დოკუმენტის მიღება), რის შემდგომაც მიიღებს მისთვის სასურველს საქართველოს სტანდარტს.


საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისობის შემფასებელ ორგანოთა აკრედიტაციას ახორციელებს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი".

მათ შორის:
  1.  ტესტირების ლაბორატორიები;
  2.  დაკალიბრებისა და დამოწმების   ლაბორატორიები;
  3.  სერტიფიკაციის (პერსონალის, პროდუქციისა და ხარისხის სისტემების) ორგანოები;
  4.  ავტოსტარნასპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრები;
  5.  საინსპექციო ორგანოები.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ : http://www.gac.gov.ge/
скачать софт

ნავიგაცია